|
ჩვენი სერვისი პარკ ოტელი "იმერი" სხვადასხვა მომსახურეობებს გთავაზობთ. თუგსურთ განსაკუთრებულ გარემოში მოლაპარაკებების წარმოება, ან 50-60 სტუმრისათვის გაქვთ მიღება და ოფიციალური საღამო გინდათ მოაწყოთ, "იმერში "ნამდვილად შესაფერისი ადგილია. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი ყოველთვის თქვენ განკარგულებაშია. მოთხოვნის მიხედვით ვუზრუნველვყოფთ თარჯიმნის მომსახურებას. სასტუმროს ადმინისტრატორს შეგიძლიათ დაუკვეთოთ ექსკურსიები ქალაქსა და მის შემოგარენში. მოგემსახურებიან პროფესიონალი გიდები, რომელნიც თქვენი სურვილის მიხედვით შემოგთავაზებენ ტურისტული მარშუტების მრავალსახეობას: კულტურული ტური, ღვინის დეგუსტაცია, ცხენით გასეირნება, ნადირობა, თევზაობა და ა.შ. ტურების განმავლობაში დატკბებით ულამაზესი პეიზაჟებით და უფრო ახლოს გაეცნობით საქართველოს ისტორიასა და კულტურას. სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სახელგანთქმული იმერული სუფრისათვის დამახასიათებელი, ასევე რუსული და ევროპული სამზარეულოებისათვის დამახასიათებელი კერძები. ბარში თქვენს განკარგულებაშია სასმელების ფართო არჩევანი. დამატებითი ინფორმაცია:
- 2 - ლუქსი, 4 - ორადგილიანი, 5 - ერთადგილიანი ნომრები.
- შიდა კონდიცირება.
- ტელეფონი.
- სატელიტური ტელევიზია.
- უწყვეტი ინტერნეტ კავშირი.
- ყოველდღიური მომსახურება/დამლაგებელი.
- ტერასა/აივანი.
- მინი-ბარი.
- მაცივარი.
მომსახურების ფასები: - ერთ ადგილიანი ნომერი - 80 ლარი
- ორ ადგილიანი ნომერი - 120 ლარი
- ლუქსი - 155 ლარი
- დამატებითი საწოლის ღირებულება ერთ ადგილიანი ნომრის - 15 ლარი
- დამატებითი საწოლის ღირებულება ლუქსის - 30 ლარი
- საკომფერენციო დარბაზის ღირებულება 1 დღე - 200 ლარი
ფასში შედის საუზმე.
|